Thursday, June 6, 2013

მწერები  ჩემს    ქალაქში
სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის თემა:  მწერები ჩემს ქალაქში
პროექტის  მთავარი  იდეა:მოსწავლეები ზოგადად გაეცნონ მწერების მრავალფეროვნებას მავნე და სასარგელო მწერებს და იზრუნონ  მათზე.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლე, რომელიც არ იცნობს სასარგებლო მწერებს მათ  აგებულებასა და გამრავლებას, საარსებო  გარემოს,ვერ დაიცავს გარემოზე ზრუნვის ელემენტალურ წესებს და გარემოსათვის ადამიანის  საზიანო და სასარგებლო ქმედებებს.
პროექტის მიზანი:
-გაეცნონ და მოიძიონ ინფორმაციები მწერებზე წიგნებისა და კომპიუტერის გამოყენებით-
-მოსწავლეები გაეცნონ ქალაქში არსებულ მწერებს მათ აგებულებასა და გამრავლებას.
-ხელი შევუწყო მოსწავლეებში გარემოზე ზრუნვის  ელემენტალური წესების დაცვას.
მოსწავლეთა ასაკი: 9 წელი
ვადები: ხანგრძლიობა:  2013 წ . აპრილი - ოქტომბერი
მოსალოდნელი შედეგები:პროექტები რაც შეიძლება შეიქმნას:
-აწყობენ მწერებზე გადაღებული ფოტოების,ან მათ მიერდახატული მწერების ნახატების გამოფენას,ისწავლიან სასარგებლო მწერების მოვლას და იზრუნებენ მათზე,მოძებნიან კოღოს განადგურების გზებსა და საშუალებებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,წიგნები, ფოტოაპარატი,სახატავი ფანქრები,სახატავი ფურცლები, პლასილინი.
პროექტის მსვლელობა
მესამე კლასის მოსწავლეები წიგნებისა და კომპიუტერის  გამოყენებით აგროვებენ ინფორმაციებს ქალაქში გავრცელებულ მწერებზე.
-მოიძიებენ სურათებს მავნე და სასარგებლო მწერებზე,;თქმულებებს, გამოცანებს, პატარა მოთხრობებს,გააკეთებენ ჩანახატებს
-დააკვირდებიან აბრეშუმის ჭიისა და ფუტკრის  შრომას
-კონსულტაციები და შეხვედრები
-პროექტის შეჯამება.
საგნებთან |საგნობრივ ჯგუფებთან| ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირიქართული ენა,ბუნება, ხელოვნება, ისტი
პროექტის ხელმძღვანელი:
მასწავლებელი ვარდო ხარეიშვილი

ხელმძღვანელის ელ ფოსტა:vardoxareishvili@gmail.com